საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია
 21/12/2018

21 დეკემბერს TBilisi Event Hall-ში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა. სეოკ-ის პრეზიდენტმა 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ გააკეთა მოხსენება და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს საპრეზიდენტო ორდენები გადასცა. კომიტეტის წევრი ფედერაციების მიერ კენჭისყრის შემდეგ არჩეულ იქნა წლის საუკეთესო სპორტსმენი -ლაშა ტალახაძე.