პირველი დარტყმა-ლაშა ტალახაძე
 17/05/2019

გუშინ, 16 მაისს, Tbilisi Hills Golf Club-ს ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე ეწვია, სადაც ოჯახთან, სპორტსმენებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო გოლფის წესებს და ითამაშა.

18 მაისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გოლფში, სტუმრის სტატუსით პირველ დარტყმას განახორციელებს ლაშა ტალახაძე.

გასახარია, რომ ასეთი საამაყო ადამიანი და სპორტსმენი სხვა სპორტის სახეობებსაც ეცნობა და უწევს პოპულარიზაციას.