რეგისტრაცია

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გოლფში მოყვარულ მამაკაც მოთამაშეებს შორის.

საქართველოს გოლფის ფედერაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს პირველ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს გოლფში მოყვარულ მამაკაც მოთამაშეებს შორის.

ვის შეუძლია მონაწილეობა.

  • 18 წლის ზემოთ ყველა მამაკაცს. 
  • ყველას უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. 
  • ყველას უნდა ჰქონდეს ევროპული გოლფის ასოციაციით მინიჭებული ე.წ. „ჰანდიკაპი,“ რაც არის მოყვარული მოთამაშის დონის დამატასტურებელი სერტიფიკატი ან მოწმობა მაქსიმუმ 54 ჰანდიკაპის ფარგლებში.

 -„ჰანდიკაპი“ არის მონაცემი, რომელიც აფიქსირებს განსხვავებას თამაშის დონეში, პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს შორის. საქართველოს მოქალაქე გოლფის მოყვარულ მოთამაშეებს, ვისაც არ აქვთ „ჰანდიკაპის“ მოწმობა, შეუძლიათ მიმართონ თბილისი ჰილსის გოლფ კლუბს, რომელსაც შეუძლია ამ სერტიფიკატის გაცემა. მოწმობის ასაღებად საჭიროა სამი სათამაშო რაუნდი (სამჯერ 18 ფოსოს გავლა).

ჩამპიონატი ჩატარდება.

  • თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის მოედანზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

თარიღები.

  • 18-19 მაისი, 2019.
  • თამაშის დაწყების დრო განისაზღვრება ჩემპიონატში მონაწილეთა რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ. 

რეგისტრაცია.

  • ჩემპიონატში მონაწილეობის ყველა მსურველმა, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, რეგისტრაცია თვითონ უნდა გაიაროს საქართველოს გოლფის ფედერაციის ვებგვერდზე. 
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი!  

შეჯიბრების ფორმატი.

  • ჩემპიონატი იქნება ორ დღიანი, ანუ ყველა მონაწილემ უნდა ითამაშოს 36 ფოსო (18 ერთ დღეში) და საუკეთესო შედეგი დაფიქსირდება მთლიანი დარტყმების, ე.წ. (gross - გროსსო) რაოდენობის მიხედვით, ორი დღის ჯამში ჰანდიკაპის გათვალისწინების გარეშე. გამარჯვებული გამოვლინდება საერთო ჯამში ვინც ყველაზე ნაკლებ დარტყმაში გაივლის ყველა 36 ფოსოს. 

საპრიზო კატეგორიები.

  • პირველ ადგილზე გასული და შესაბამისად საქართველოს ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი, იქნება ის ვისაც ორი დღის ჯამში საუკეთესო შედეგი ექნება დარტყმების რაოდენობაში. 
  • მეორე ადგილი - ვერცხლის მედალი. 
  • მესამე ადგილი - ბრინჯაოს მედალი. 
  • მეოთხე ადგილი - სამახსოვრო პრიზი.     

-ოთხივე გამარჯვებული გაემგზავრება European Team Shield Championship-ზე, ლიტვაში, ვილნიუსში. 31 ივლისი-3 აგვისტო, 2019.

-გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტროსგან,საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისგან და ასევე მიიღებენ სხვადახვა პრიზებს საქართველოს გოლფის ფედერაციისგან. 

ჩემპიონატში მონაწილეობის საფასური.

  • რეგისტრაციის ღირებულება, რაც ტურნირის ჩატარებას მოხმარდება არის 15 ლარი ადამიანზე დღეში, ანუ 30 ლარი მთლიანად. ამ ღირებულებას ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფარავს საქართველოს გოლფის ფედერაცია. 
  • გოლფის მოედანზე თამაშის ღირებულება, ანუ ე.წ. „გრიინ ფი“. ვინც თბილისი ჰილსის კლუბის წევრია და გადახდილი აქვს საწევრო, მათთვის ეს ისედაც უფასოა. ვინც არ არის თბილისი ჰილსის წევრი უნდა გადაიხადოს, მაგრამ საქართველოს გოლფის ფედერაცია დაფარავს ამ ხარჯს ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისათვის. 
  • ელექტრო მანქანები გოლფის მოედანზე გადასაადგილებლად. ღირებულება 57.5 ლარი დღეში ადამიანზე თუ კი სხვასთან საზიაროდ ექნება აღებული. ელექტრო მანქანების დაჯავშნა პირდაპირ გოლფის კლუბთან უნდა მოხდეს. 
  • გოლფის ჩანთის სატარებელი ინდივიდუალური ურიკები 15 ლარი ადამიანზე დღეში. 
  •  თამაშის წინ სავარჯიშო ბურთები უფასო იქნება. 

იმისათვის, რომ ამ ღონისძიებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, ამისთვის ამ ტურნირში არა საქრთველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მათი შედეგები არ იქნება საქართველოს ჩემპიონატის ჩათვლაში მიღებული, მაგრამ ცალკე იქნება პრიზები სტუმრის რანგში მონაწილე მოყვარული მოთამაშეებისათვის.

ვის შეუძლია სტუმრის კატეგორიაში მიიღოს ტურნირში მონაწილეობა.

  • ყველა 18 წლის ზემოთ ქალბატონს და მამაკაცს.  
  • ყველას უნდა ჰქონდეს ევროპული გოლფის ასოციაციით მინიჭებული ე.წ. „ჰანდიკაპი,“ რაც არის მოყვარული მოთამაშის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან მოწმობა მაქსიმუმ 54 ჰანდიკაპის ფარგლებში. 

ჩამპიონატი ჩატარდება.

  • თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის მოედანზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.  

რეგისტრაცია.

  • მოწვეული სტუმრის კატეგორიაში ყველა მოთამაშე უნდა დარეგისტრირდეს თავის შესაბამის კლუბთან და შემდგომ კლუბები ამ მონაცემებს გადასცემენ საქართველოს გოლფის ფედერაციას და თბილისი ჰილსის გოლფის კლუბს. 
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი! 

შეჯიბრების ფორმატი.

იქნება რამდენიმე კატეგორია:

  • Gross - გროსსო, ორი დღის ჯამში ყველაზე ნაკლები დარტყმები. 
  • ასევე Net - ნეტტო, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო რაოდენობა იქნება სხვაობა მთლიანად გამოყენებულ დარტყმებს და ინდივიდუალურ ჰანდიკაპს შორის. ამ კატეგორიაში გამოვლინდება პირველი და მეორე ადგილის მფლობელი. 
  • პრიზი ყველაზე შორი პირველი დარტყმისთვის. 
  • პრიზი პირველი დარტყმით ფოსოსთან ყველაზე ახლოს მოხვედრისათვის. 

პრიზებს გადასცემს საქართველოს გოლფის ფედერაცია.

 

რეგისტრაცია